ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი, საქართველოს ტურისტულ რუკაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ამის მიზეზი 10 ჰექტარზე გაშენებული ვენახებია, რომლის შუაგულშიც ქარხანა, მარანი, სასტუმრო და ღვინის ვერანდაა ჩაფლული. ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალური სივრცე ბიზნესმენმა ნიკა ზაუტაშვილმა შექმნა.
