თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ ღვინის ქარხანაში 8 დასახელების ღვინო იწარმოება. პროდუქცია შექმნილია, როგორც კლასიკური ევროპული, ასევე ტრადიციული ქართული (კახური, ქვევრში დაყენების ტექნოლოგია) მეთოდით.
თქვენ შეგიძლიათ ადგილზე დააგემვონოთ:
ევროპული მეთოდით შექმნილი: რქაწითელი (თეთრი, მშრალი) საფერავი (წითელი, მშრალი) ხაშმის საფერავი (ადგილწარმოშობის წითელი, მშრალი) მუკუზანი (ადგილწარმოშობის წითელი, მშრალი) ქინძმარაული (ადგილწარმოშობის წითელი, ნახევრად ტკბილი) .
ტრადიციული ქართული, ქვევრის ღვინოები: რქაწითელი ( თეთრი, მშრალი) მწვანე (თეთრი, მშრალი) საფერავი (წითელი, მშრალი) რქაწითელი - მწვანე (თეთრი, მშრალი) .
მარნის დათვალიერება
ტრადიციული ქართული ღვინის დეგუსტაცია